,,უკრაინა დანაშაულის ადგილია” – ჰააგის პროკურორი ბუჩაში იმყოფებოდა

უკრაინა დანაშაულის ადგილია – ამის შესახებ ჰააგის პროკურორმა, კარიმ ხანმა ბუჩაში ვიზიტისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სასამართლოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

,,უკრაინა დანაშაულის ადგილია. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რადგან გვაქვს გონივრული საფუძველი, გვჯეროდეს, რომ აქ ჩაიდინეს დანაშაულები, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შედის. ჩვენ უნდა გავფანტოთ ომის ნისლი, რათა სიმართლეს მივაკვლიოთ. ეს კი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას საჭიროებს”, – თქვა კარიმ ხანმა.