„მგელმა” 12 რუსი ოკუპანტი და БТР გაანადგურა, „წითელ ჯვარს” კი 23 ადამიანის, მათგან 9 ბავშვის ევაკუაციაში დაეხმარა – რას წერს უკრაინული თავდაცვა უცნობ გმირზე

ფსევდონიმით ცნობილი  „მგლის” მიერ ლიკვიდირებული იქნა რუსი ოკუპანტების 12 სამხედრო მოსამსახურე და ჯავშანტრანსპორტიორი (БТР ), რომელიც  კიევისკენ გარღვევის  მცდელობა ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს მოხდა კიევის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ქალაქში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი აგრესიის დასაწყისშივე.

„საკუთარი სპორტული და სანადირო იარაღით, „მგელმა” რამდენიმე იერიში მიიტანა მტრის ზურგში. შედეგად, ლიკვიდირებული იქნა მოწინააღმდეგის 12 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საბრძოლო პატრულირებაში ადგილობრივ ეკლესიასთან, რომელიც გამოიყენებოდა მედიკამენტებისა და საწვავის ბაზისთვის.

გარდა ამისა, მტრის ჯავშანტრანსპორტიორის (БТР ) კიევისკენ გარღვევის ერთ-ერთი მცდელობისას, დაახლოებით 100 მეტრის მანძილიდან წინასწარ შერჩეულ პოზიციაზე, მან გაანადგურა მტრის ჯავშანტექნიკა,” – ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო .

მათივე ინფორმაციით, „მგელი” დაეხმარა „წითელ ჯვარს”  მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც სულ 23 ადამიანი მათგან 9 ბავშვი.

„მგლი“ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.