იაპონია უკრაინას ქიმიური იარაღისგან დამცავ საშუალებებს გაუგზავნის

იაპონიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ქიმიური იარაღისგან დამცავ საშუალებებს გაუგზავნის – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, უკრაინის მთავრობას მიაწოდოს NBC კოსტიუმები, NBC ნიღბები და დრონები. უკრაინელების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად კვლავ გრძელდება, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო გააგრძელოს უდიდეს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ”, – წერს სამინისტრო.