თუ არჩევნები უნდათ საკუთარ პარტიაში და ოჯახებში ჩაატარონ, იქაც ნახავენ, როგორი ხელმოცარულები არიან ეს ფარჩაკები – ალუდა ღუდუშაური ენმ-ის გეგმაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ არჩევნები იქნება მაშინ, როცა ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა და როცა ამას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის 2024 წელი.

მისივე თქმით, ერთმანეთშიც კი ვერ გარკვეულან „ნაცმოძრაობის” წევრები.

„თუ რაიმე არჩევნები უნდათ საკუთარ პარტიაში, საკუთარ ოჯახებში ჩაატარონ შეუძლიათ და იქაც ნახავენ, როგორი ხელმოცარულები არიან ეს ფარჩაკები.

როგორც ჩანს მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ყოველი დღე აახლოებთ მათ პოლიტიკურ დასასრულთან, აქედან გამომდინარე თავიანთ რამდენიმე ასეულ მხარდამჭერს უკიჟინებენ, რომ ამ შემოგდებული თემით რაღაც სასწაულს მოახდენენ. თქვენ ხედავთ არამც თუ მილევად რეჟიმში არიან, ერთმანეთშიც კი ვერ გარკვეულან ეს ხალხი,”- აცხადებს  ალუდა ღუდუშაური.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პოლიტტექნოლოგის სპეციალისტის პიტერ აკერმანის მონაწილეობით, ორდღიანი სემინარი ბაკურიანში გასულ კვირას შედგა.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.