„ოცნების” მორიგი ტყუილი | სხდომა, რომელიც პარლამენტში 21 მარტს უნდა გამართულიყო, ხვალ 12:00 საათზე ჩაინიშნა

სხდომა, რომელიც პარლამენტში 21 მარტს უნდა გამართულიყო, ხვალ 12:00 საათზე ჩაინიშნა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ენმ-ის დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს:

„ხვალ პარლამენტში სხდომა ჩაინიშნა 12:00 სთზე.

არადა დილით მდინარაძემ მომავალ სესიაზე ჩავაგდებთო. ანუ 10 დღეში.

ეგონა მუხტი განელდებოდა მანამდე))

ახლა სხდომა ჩანიშნეს სასწრაფოდ ხვალ)

ხვალაც უნდა ვანახოთ პროტესტი!

სხდომა უნდა მიმდინარეობდეს გარეთ ასეთი პროტესტის ფონზე!

ხვალ უნდა მოკვდეს უკვე სამართლებრივად ეგ კანონი!” – წერს წითლიძე.

ცნობისთვის, დღეს „ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით გავიდოდა, 21 მარტს გაიმართებოდა. როგორც აღმოჩნდა „ოცნებამ” ხალხი ისევ მოატყუა და სხდომის თარიღი გადმოწია.

შეგახსენებთ, საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, მეოცნებეებმა კანონპროექტის გაწვევისა და მეორე მოსმენით მისი ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღეს.

კანონპროექტის ორივე ვერსია გამოიხმეს  ვენეციის კომისიიდანაც.

ხელისუფლების უკან დახევის მიუხედავად, საზოგადოების პროტესტი არ წყდება. აქცია რუსთაველზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.