„გადავკეტოთ მოძრაობა გმირთა მოედანზე, გავაჩეროთ ქალაქი და ვნახოთ, ვისია ქვეყანა!” – მოძრაობა „მწვანეები” დღევანდელ აქციას შეუერთდება

დღეს 19:00 საათზე რუსთაველზე დაანონსებულ აქციას, მოძრაობა „მწვანეები” შეუერთდება:

„გადავკეტოთ მოძრაობა გმირთა მოედანზე, გავაჩეროთ ქალაქი და ვნახოთ, ვისია ქვეყანა!

ჩვენ ძალიან გაბრაზებული ვართ და ვაცხადებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას!

არა რუსულ კანონს! დიდება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩვენმა გმირმა წინაპრებმა მრავლად იბრძოლეს!

იპოვეთ გმირი საკუთარ თავში და გამოდით გმირთა მოედანზე, 18:00 საათზე!

მოძრაობას ჩავკეტავთ დაახლოებით ნახევარი საათით, შემდეგ კი მარშით შევუერთდებით პარლამენტის წინ საერთო აქციას!

თავდაპირველად ვიკრიბებით ზოოპარკის წინ და გაგაცნობთ გეგმას!” – წერია განცხადებაში.