“მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში”-სააკაშვილი

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“-წერს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი უკრაინის საკითხსაც ეხმაურება . მისი თქმით, “უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოოთ, მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასევე წერს, რომ  ყველა  სასამართლო პროცესს დაესწრება, სადაც ფიზიკურად  მისვლას შეძლებს.