საზოგადოება

წვიმა ელჭექით და სეტყვა – ამინდი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

17 ივნისს გამოიდარებს, ხოლო 18 ივნისიდან ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა ძლიერი წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.

რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.