მასწავლებელი, რომელმაც ბავშვები მუხლებზე დააყენა, საავადმყოფოში გადაიყვანეს – რა მოუვიდა ყოფილ პედაგოგს?

მარნეულის ერთერთი სოფლის სკოლის მასწავლებელი, რომლის დასჯის მეთოდების შესახებ საზოგადოებამ გაიგო დღეს შეუძლოდ გახდა.

როგორც მისმა შვილმაკურიერსგანუცხადა, რაჰმან მუსაევი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქართული ენის უკვე ყოფილი მასწავლებელი რაჰმან მუსაევი მე-4 კლასის მოსწავლეებს, საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო, მუხლებზე აყენებდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.