ახლა საჭიროა გავუფრთხილდეთ თბილისს, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც აჭარაში…

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი

მარინა ენდელაძის განცხადებით, ახლა საჭიროა გავუფრთხილდეთ თბილისს, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა აჭარაში, ამისთვის კი აუცილებელია მკაცრად დავიცვათ რეგილაციები.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება.

რაც შეეხება რეგიონებს, ენდელაძის ინფორმაციით, დანარჩენი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

“აჭარაში 370 შემთხვევა დარეგისტრირდა, თბილისში 65-ია, იმერეთში გახლავთ 63 პაციენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში 28 პაციენტია, ქვემო ქართლში 11-ია, შიდა ქართლსა და გურიაში არის 6-6 პაციენტი, მცხეთა მთიანეთში 4 და კახეთში გახლავთ 1 პაციენტი,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, ამ ეტაპზე მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 874 პაციენტიდან 43 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის 41 მართვით სუნთქვაზეა, 9 კი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.