წულუკიანი სტუდენტების წინააღმდეგ – ჩხუბი თსუ-ში

ხელჩართული ჩხუბი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშითეა წულუკიანთან კითხვების დასასმელად მისული სტუდენტები დარბაზიდან ძალის გამოყენებით გააძევესამის შესახებ ინფორმაციასტვ პირველიავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდები ცდილობდნენ კულტურის მინისტრთან საერთო საცხოვრებლის  საჭიროებაზე ესაუბრათ, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ისინი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ხოლო მინისტრი სტუდენტებზე ძალადობას მშვიდად უყურებდა და დაცვის სამსახურის შეჩერება არც კი უცდია.

სტუდენტები დღეს იმყოფებიან იმ ფუნდამენტური უფლებების შელახვის წინაშე, რაც ეხება საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს. საცხოვრებელი სტუდენტებს! საცხოვრებელი ყველას!” – აცხადებდნენ სტუდენტები.