ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთში მობილიზაციის პარალელურად სამხედრო გაწვევა დაიწყოოკუპირებული აფხაზეთის . პრეზიდენტმა, ბრძანებას ხელი ასლან ბჟანიამ მოაწერა

2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.

ბრძანების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ

საოკუპაციო რეჟიმის მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის ადმინისტრაციასა და რაიონის გამგეობებს დაევალათ, რომ უზრუნველყონ გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრული განხორციელება.