მომივიდა ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურებიდან, რომ იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით – სააკაშვილი

იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და პროვოკაცია დაბრალდება ოპოზიციას – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია მან ერთ-ერთი უცხოური სპეცსამსახურისგან მიიღო.

,,მომივიდა ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურებიდან და მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსასმსახურიდან, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ.

საუბარი არის იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაბრალდება ოპოზიციურ ჯგუფებს, რუსეთის მთავრობა საქართველოს მთავრობას მოსთხოვს დაუყონებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველსო მთავრობა მზად იქნება გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.