„ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ“ – სააკაშვილი ზურაბიშვილს მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას. სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

მისი თქმით, ის ელოდება ზურაბიშვილს მე-12 დაწესებულებაში, რათა ერთად იშიმშილონ.

„მე მინდა საქართველოს პრეზიდენტს ვუთხრა, რომ დღეს მასამართლებენ იმის გამო, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი. მას კი ედავებიან, თუ რატომ გადაკვეთა საზღვარი. მე რამდენადაც ვიცი, ირანული ჭაღები იყიდა {სალომე ზურაბიშვილმა} სასახლისთვის, ერთი მუხლი ეგ აქვს 11 წლამდე და მეორე მუხლი აქვს ის, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ. ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.