პამპერსი მიხეილ სააკაშვილისთვის მიგეწოდებინათ მართლა საჭიროებიდან გამომდინარე – მამუკა მდინარაძე

პამპერსი მიხეილ სააკაშვილისთვის მიგეწოდებინათ მართლა საჭიროებიდან გამომდინარე – ამის შესახევ ,,ქართული ოცნების” სპიკერმა, მამუკა  მდინარაძემ ენმ-ს წევრის, ნონა მამულაშვილის პერფორმანსზე კომენტირებისას განაცხადა.

,,ყველას, ნაცმოძრაობის ყველა წევრს, ეს მისი ტელევიზიის მენეჯერი იქნება, წარმომადგენელი თუ ნებისმიერი ადამიანი, აუცილებლად ვეტყვი იმას, რომ პამპერსები ვისაც სჭირდებოდა თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილისთვის მიგეწოდებინათ მართლა საჭიროებიდან გამომდინარე და პერფორმანსისათვის ასეთი სიბინძურის კადრება, უბრალოდ არ შეიძლება” – აღნიშნავს მდინარაძე.