კიევში აფეთქებებია – ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში აფეთქებებია. კიევის მერის  ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით  აფეთქებები პოდილსკის რაიონში მოხდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთის მიმართულებით „კალიბრის“ ტიპის რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

უკრაინაში ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში მოქმედებს.

„საჰაერო შეტევა გრძელდება! საჰაერო თავდაცვა მუშაობს ოლქში, კიევის მისადგომებთან. დარჩით თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!” – აცხადებენ დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.