მიზეზი იმისა, რომ მე ძალიან დარწმუნებული ვარ უკრაინის საბოლოო წარმატებაში, არის ის, რომ ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა უკვე წააგო.

“მიზეზი იმისა, რომ მე ძალიან დარწმუნებული ვარ უკრაინის საბოლოო წარმატებაში, არის ის, რომ ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, რუსები – არა. გახსოვდეთ, პუტინმა უკვე წააგო იმაში, რის მიღწევასაც ცდილობდა. ის ცდილობდა უკრაინის რუკიდან წაშლას და მისი დამოუკიდებლობის წაშლას, უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას. ეს უკვე მარცხია”, – აღნიშნა ბლინკენმა ABC-თან ინტერვიუში.