მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაგვიყვანონ – შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი გზავნილი იყოს – 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური

36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს შესაძლოა, უკრაინული ძალების ბოლო მიმართვა იყოს.

ვოლინა აცხადებს, რომ მტრის რაოდენობა მათთან შედარებით ათჯერ მეტია და მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვს.

,,ეს შესაძლოა, ჩვენი ბოლო მიმართვაა, შესაძლოა, საათები დაგვრჩა. მტრის დაჯგუფება ჩვენზე ათჯერ მეტია და უპირატესობა აქვთ ჰაერშიც და ხმელეთზეც. მივმართავ მსოფლიო ლიდერებს, დაგვეხმარონ, გაგვიყვანონ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. სამხედრო გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი და ასობით სამოქალაქო პირია, მათ შორის ბავშვები და ქალები. მივმართავთ და მოვუწოდებთ მსოფლიოს ყველა ლიდერს, დაგვეხმარონ. ვთხოვთ, გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე”, – ამბობს სერგეი ვოლინა.