„ნატოს ქვეყნებში არიან ისეთები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ“ – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნატოს ზოგიერთ ქვეყანას უკრაინაში ომის გაგრძელება სურს.

მისივე თქმით, თურქეთს არც კი უფიქრია, რომ 29 მარტის სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი ასე დიდხანს გაგრძელდებოდა.

„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჩანდა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში არიან ისეთები, რომლებსაც სურთ ომის გაგრძელება. სურთ, რომ ომი გაგრძელდეს და რუსეთი დასუსტდეს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

გარდა ამისა, თურქმა დიპლომატმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობაზე,

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორივე ქვეყნის ლიდერთან მუდმივ კონტაქტშია.

„პრეზიდენტი ერდოღანი კიდევ ერთხელ გაესაუბრება ლიდერებს უახლოეს დღეებში“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.