21 000 ჯარისკაცი, 829 ტანკი, 2 118 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი უკრაინის თავდაცვის მონაცემებით

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 21 აპრილამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 21 000;
  • ტანკი – 829;
  • ჯავშანტექნიკა – 2 118;
  • საარტილერიო სისტემა – 393;
  • სარაკეტო სისტემა – 136;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67;
  • თვითმფრინავები – 172;
  • ვერტმფრენი – 151;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 508;
  • გემი/ნავი/კატარღა – 8;
  • საწვავის რეზერვუარი – 166;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 165;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 27;
  • გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.