აზოვი: რთული სიტუაციის მიუხედავად მტრის 3 ტანკი და სხვა ტექნიკა გავანადგურეთ

პოლკი ,,აზოვის” მარუპოლში განლაგებული მებრძოლები ცხადებენ, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად ბოლო ორ დღეში მტრის 3 ტანკი, 2 BMP (ქვეითების ბრონირებული საბრძოლო მანქანა) და ბე-ტე-ერი გაანადგურეს. შესაბამისი ინფორმაცია აზოვის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებზე შეტევა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ბრძანება გასცა, რომ შტურმი არ განხორციელდეს.

მანამდე შოიგუმ პუტინს მოახსენა, რომ მარიუპოლი ,,გათავისუფლებულია”, თუმცა ,,აზოვსტალის” ტერიტორიაზე 2000-მდე მებრძოლი რჩება, რომელიც სრულად ბლოკადაშია მოქცეული.