,,ბიძინა ივანიშვილს მადლობა, დიახ, ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი” – ალუდა ღუდუშაური

,,ქართული ოცნების” დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის მტკიცებით, მმართველი გუნდის უმთავრესი ,,ქვაკუთხედი” არის და იქნება ადამიანი.

მან პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მდლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და თქვა, რომ ,,ამით ქართველი ხალხი არ დაიღლება”.

,,ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ქვაკუთხედი იყო, არის და იქნება კვლავაც ადამიანი, მისი უფლებები და რა თქმა უნდა, მისი კეთილდღეობა. ადამიანი, არის უმთავრესი ღირებულება ჩვენი ხელისუფლებისა. თქვენ როდესაც საუბრობთ და კითხვა ისმება, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს უმთავრესი რამ, რაც არის ხელშესახები, ეს არის ადამიანის ფაქტორი.

ბიძინა ივანიშვილს მადლობა, დიახ, და ამაში არ დავიღლებით ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა და ბიძინა ივანიშვილს ისტორია დააფასებს სათანადოდ”, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.