,,ქართველი ბოტები ცხინვალში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ” – ანატოლი ბიბილოვი

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართველი ბოტები „საპრეზიდენტო“ არჩევნების წინ სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ბიბილოვის თქმით, გარკვეული პირები სოციალური მედიის მეშვეობით დაძაბულობის ესკალაციას ცდილობენ.

„ეს პირები სამხრეთ ოსეთის, ჩრდილოეთ ოსეთის და რუსეთის „ნიკებით“ არიან შენიღბულები. ჩვენ ვიცით ამის შესახებ. სოციალურ ქსელებზე ბოტებიც ახდენენ გავლენას, მათ შორის მეზობელი საქართველოდან“, – ამბობს ბიბილოვი.