“სიცოცხლე სიცოცხლისთვის“ საბურთალოზე

საბურთალოზე გამწავნების აქციამ ინტენსიური სახე მიიღო. ამჯერად გამწვანების აქცია სახელწოდებით “სიცოცხლე სიცოცხლისთვის“,  საბურთალოზე, მე-60 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე გაიმართა.

საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს № 60 საჯარო სკოლის დირექტორმა, დირექციამ , მოსწავლეებმა და მიმდებარე ქუჩის მაცხოვრებლებმა ( ინიციატორი ლევან მშვილდაძე), მათ საკუთარი სკოლის ეზო თავად დაასუფთავეს, გაანათეს, გაამწვანეს და გაალამაზეს.
„ ნამდვილად მისასალმებელი და მისაბაძია ეს ქმედება, დიდი მადლობა ამ ღონისძიების მონაწილეებს რომ ასე ზრუნავენ საკუთარი სკოლის ეზოზე, უბანზე და ქალაქზე“ -განაცხადა დავით უთმელიძემ.

აქციის მონაწილეებმა კი მადლობა დეპუტატს გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ „გაუმართლათ, რადგან მათი უბნის მაჟორიტარი დავით უთმელიძეა“.