ნათელაშვილი ხელახალ საპრეზიდენტო და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გაერთიანებული ოპოზიციის დაანონსებულ აქციას მხარს უჭერს.

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ორი თვის ვადაში დანიშნოს ხელახალი საპრეზიდენტო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ასევე, ლეიბორისტების ლიდერმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიაროს.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიცია კვირას 15:00 საათზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს.