ჯორჯ ბუში – მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოების საკითხი საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტო ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოების საკითხი საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო. ამის შესახებ მან Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბუშის თქმით, ანგელა მერკელს მყარი პოზიცია ჰქონდა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება სწორი არ იქნებოდა.

“ყველაზე დიდი უთანხმოება ანგელა მერკელთან ალბათ, იყო, უნდა დაწყებულიყო, თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი. მას ძალიან მტკიცე პოზიცია ჰქონდა და არ ფიქრობდა, რომ ეს სწორი იქნებოდა, მე კი ვფიქრობდი, რომ ეს სწორი იყო. ჩვენ ეს ისე მოვაგვარეთ, რომ პირად ურთიერთობას არ შეხებია,”- განაცხადა ჯორჯ ბუშმა.