ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე

ოპოზიციამ ამ მარტივ სიტუაციაშიც კი მოახერხა სპეკულირება. როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ბატონმა დანიელსონმა გვითხრა, რომ ის დღეს 10:00 საათზე უნდა დაბრუნებულიყო ბრიუსელში და შემდეგ გაგრძელდებოდა დიალოგი. ეს იყო ის, რაც გვითხრა მან. ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი კომენტარი. თუმცა როგორც ჩანს, შემდეგ იყო გარკვეული კონსულტაციები და მან გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. ვხედავთ, რომ ოპოზიციამ ამ მარტივ სიტუაციაშიც კი მოახერხა სპეკულირება. როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.