ვატიკანი – კათოლიკურ ეკლესიას ერთნაირსქესიან წყვილთა კავშირის კურთხევა არ შეუძლია

კათოლიკურ ეკლესიას ერთნაირსქესიან წყვილთა კავშირის კურთხევა არ შეუძლია, იმიტომ რომ, ღმერთს არ შეუძლია ცოდვის კურთხევა, – ამის შესახებ ვატიკანის მიერ გავრცელებულ დადგენილებაშია ნათქვამი.

განცხადების მიხედვით, გეი და ლესბოსელ ადამიანებს, როგორც ცალკეულ პირებს უფლება აქვთ კურთხევა მიიღონ, თუ ისინი ეკლესიური სწავლების მიხედვით ცხოვრობენ, თუმცა მათი ერთობლივი კავშირის კურთხევა დაუშვებელია.

გასულ წელს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ჰომოსექსულ წყვილებს უფლება აქვთ ოჯახები ჰქონდეთ, რადგან ისინი ღვთის შვილები არიან და მათი განსჯისა და გაკიცხვის უფლება არავის აქვს.