“აქ, ბიძია, უწყლო სოფელში ხარ, დილით ხელ-პირს რომ ვიბანთ, იმ ნაბანით საღამოს ფეხებს ვიბანთო…”

დარინა ლომინაძე

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესი

უკვე რამდენიმე დღეა იმერეთში ვარ. პირველი, რამაც ჩასვლისთანავე ჩემი ყურადღება მიიპყრო,ადგილობრივი მცხოვრებლის და გამვლელის დიალოგი იყო.

გამვლელმა მანქანა გააჩერა და ერთ-ერთ ჭიშკართან მდგარ მოხუცს წყლის ასავსებად სამ ლიტრიანი ჭურჭელი გაუწოდა, ბაბუამ წარბშეკვრით ჩაიბუტბუტა და შემდეგ ხმამაღლა უთხრა:

“- აქ, ბიძია, უწყლო სოფელში ხარ მოხვედრილი, დილით ხელ-პირს რომ ვიბანთ, იმ ნაბანი წყლით საღამოს ფეხებს ვიბანთო…”

მოგეხსენებათ იმერელი კაცის ენაკვიმატობა და მეც ხუმრობა მეგონა. შემდეგ ლაპარაკს აყვნენ იქაურები და სანამ მათ ხმასა და საახეებს სიბრაზე არ შევამჩნიე, მანამ ვერც ვიფიქრებდი იმ პრობლემაზე ხაზგასმით მეკითხა, რომელი პრობლემაც ბაღდათის  სოფელი ობჩა 47 წელია (თითქმის ნახევარი საუკუნე) განიცდის.

აი რას ჰყვება ქალბატონი ნუნუ გველესიანი:

-„ სოფელს წყალი არ აქვს, ჭები 25 და მეტი მეტრით უნდა გაიჭრას, რომ წყალს მიეგნოს და ისიც ან გაამართლებს და ან არა. ამ გაღატაკებულმა ხალხმა, რომ გავრისკოთ და ამხელა ფული ჭის გასაჭრელად გავიღოთ ,რა უნდა ვქნათ თუ არ გაამართლებს მერე?!.“

აქ ან სოციალურად დაუცველი ხარ ან თუ ძროხა თუ გყავს და რძეს სვავ, ღატაკზე ცოტა მეტი ხარ და ე.ი. გაჭირვებულებში ითვლები, ამიტომაც სოციალური არ გეკუთვნის. წარმოიდგინეთ, წყალს 4-6-8 კილომეტრიდან ვეზიდებით, ვისაც საქონელი ჰყავს ისინი უარეს დღეში არიან, უენო პირუტყვს მოვლა ხომ უნდა? წყალი მათაც ხომ ესაჭიროება? სარწყავიც არ არის იოლას, რომ გავიდეს კაცი, თითქმის 1970 წლოდან წყალი სოფელს არა აქვს ,მოსახლეობა ვქირაობთ მანქანებს, ზოგჯერ ა საწვავსაც ვუსხამთ და წყალს ასე ვეზიდებით დიმიდან, სვირიდან, მეორე ობჩიდან და სხვა ახლო-მახლო სოფლებიდან.შარშან ინგლისელი ექსპედიტორები იყვნენ და ასე თქვეს, ერთ-ერთი მთის ძირას იმისთანა წყალია, რომ იხეთქოს მთელს ქუთაისს დაფარავსო ,მაგრამ ძვირი ჯდება სოფლამდე მოყვანაო და თავი დაანებეს.

– 70 წლიდან დღემდე ამდენი მთავრობა შეიცვალა და არავისთვის მიგიმართავთ?-ვკითხე მე.

ქ-ნ ნუნუს პასუხი მეორე ქალმა დაასწრო, დამცინავად გადმომხედა და მიპასუხა:

-კარგით რა, ისინი ხომ არჩევნების წინა დღეებში ჩნდებიან ტყუილებით, მერე თუნდაც დავწყვეტილვართ, ვიღას ვაინტერესებთ! რა მარსიდან ჩამოსულივით გვეკითხები!“

შემდეგ ცოტა დემოგრაფიულ საკითხებსაც შევეხეთ.უმუშევრობის გამო, უბნის 25 -დან 55 წლამდე ასაკის 70ახალგაზრდიდან 36 დაუოჯახებელია, რომელ გამრავლებაზე გვეკითხები, უქონლობის გამო ოჯახის შექმნის ყველას ეშინიაო.

-კარგა ხანია უბანში აკვანი აღარ გადარწეულა-სინანულით თქვა ნუნუს მეზობელმა.

ვუსმენდი ამ ადამიანებს და ვფიქრობდი, ეს ყველაფერი ხომ არც გუშინდელი და არც გუშინწინდელი პრბლემა არ არის?როგორც მითხრეს რ-ნის დეპუტატები და მაჟორიტარები იმერეთს წლებია მხოლოდ  არჩევნების წინ სტუმრობენ, მართავენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათი პრობლემებიც მოსმენილი აქვთ, ე.ი. იციან! მაშინ, რატომ არ ახდენენ 47 წლის პრობლემაზე რეაგირებას? რატომ ივიწყებენ უკვე „სკამებგანაღდებულები“? არადა ხომ იყო დრო, როცა უწყლობა პრობლემა არ იყო? თავის მიტრიალება და წარსულთან დღევანდელობის შედარება არავის სურს, ავად სახსენებელ “კომუნიზმის ” ხსენებაზე მოღალატის და “რუსეთუმის”იარლიყს გაწებებენ.

არ გვჭირდება არც ამერიკა, არც ევროპა, არც რუსეთი, თუ ერი იღუპება და მთავრობა უძლურია!იქნებ ვინმეს მოუვიდეს აზრად და 1992 წლიდან დაშლილი და დახურული ფაბრიკა – ქარხნები აღადგინონ,რაც საქართველოდან ჯართის ფასად გაიყიდა.რატომ არ სამართლდება ის რეჟიმი, რომელმაც საქართველო და მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააგდო,კოლეგიალობას უთანაგრძნობთ თუ ოდესღაც თქვენც წილი მიიღეთ?

მთავრობა, რომელიც ხალხისთვის არ ზრუნავს ყველა ერთადაა გასასამართლებელი!

მსოფლიოს ქალთა ტელე-კონგრესი მიმართავს მთავრობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქართულ სოფელებს,გამოხატეთ დაინტერესება!

l ობჩის წყლის პრობლემის აღმოსაფხვრელად 21-ე საუკუნეში ნუ გავუხდით 60_50 _იანი წლების სანატრელს! და კიდევ, ჯერ ევროპული დონის ქვეყანა შექმენი და “მაშასადამე”ევროპელი შემდეგ გახდი. ხალხს ყურადღება სჭირდება!