“ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით, რა თქმა უნდა საქართველო იქნება ძლიერი!”

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „დიდგორობა 2017“ მიულოცა საზოგადოებას და განაცხადა, რომ

დღევანდელი დღე არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და ძლიერების.

„დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა სიმამაცით. ჩვენ, ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი, ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით, რა თქმა უნდა საქართველო იქნება ძლიერი. “, – თქვა პრემიერმა.

დღეს დილიდან დიდგორის ველზე დიდგორობა აღინიშნება. დღესასწაულის ფარგლებში შექმნეს სიმბოლური სოფელი, სადაც წარმოდგენილია ქართული რეწვის ნიმუშები, ასევე გაცოცხლებულია დავით აღმაშებლის დროინდელი XI-XII საუკუნის ქართული სოფლის ყოფა და ეს ყველაფერია წარმოდგენილია თეატრალური დადგმებით.