თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაში რუსი ქალი ფიგურირებს?-ახალი დეტალები

ჯერ კიდევ მიმდინარეობს თურქეთში რუსეთის ელჩის, ალექსანდრე კოვოლიოვის მკვლელბის საქმის მოკვლევა. როგორც სამართალდამცველები ამბობენ, გზა და გზა სკანდალური ინფორმაციები ემატება, დღეს დილით კი თურქული გაზეთი Sabah Newspaper საგამოძიებო ორგანოების წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ელჩის მკვლელობაში შესაძლებელია რუსეთის მოქალაქე, ეკატერინა ბ. იყოს გარეული. ქალი თურქეთში ცხოვრობს და დაკავებულია იმით, რომ ძვირადღირებულ სასტუმროებში რუსეთიდან გოგონებს აგზავნის. ერთი სიტყვით, ის პროსტიტუციის ბიზნესშია გახვეული.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ხნის წინ უკვე დაკითხეს ეკატერინა ბ. დღეს კი ის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მედიის ინფორმაციით ელჩის მკვლელიც ხშირად სარგებლობდა 33 წლის ეკატერინას მომსახურებით. გავრცელებული ინფორმაციით მათ ერთმანეთთან კავშირ მკვლელობის დღესაც ჰქონდათ. აღმოჩენილია მკვლელის ქალისადმი მიწერილი სმს-ები და სატელეფონო ზარები.

გაზეთი Hurriyet წერს, რომ ელჩის მკვლელს, პოლიციელ მევლუტ ალტინტაშს მკვლელობამდე მართლაც ჰქონდა ურთიერთობა რუსეთის მოქალაქესთან და ამავე დროს კიდევ ერთ ქალთან, რომელიც სტილისტია, თუმცა ზუსტად რა როლი ჰქონდა ამ უკანასკნელს, ჯერ დადგენილი არ არის.

ადგილობრივი პრესა წერს, რომ ბოლო პერიოდში თურქეთში რუსულ პროსტიტუციას  ბიზნესი საკმაოდ „ჩაუვარდა“.