დავა საარჩევნო ნომრისთვის

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ „ევროპულ საქართველოს“ საარჩევნო ნომრის თვითნებურად მითვისებაში ადანაშაულებს. ცესკო-ში „პროგრესული მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ და ახსნა-გამარტება მოითხოვეს.

როგორც მათ ცესკოში განუმარტეს, #2 “ევროპული საქართველოსთვის” არავის მიუნიჭებია და საერთოდ პარტიებისთვის წინასაარჩევნო ნომრების მინიჭება დაწყებულიც არაა.

“პროგრესული დემოკრატიული მოძრაობა” 2016 წელს #2-ით იყრიდა კენჭს, ახლა კი ამბობენ, რომ მათი ნომერი “ევროპულმა საქართველომ” თვითნებურად მიითვისა.

“პროგრესულ დემოკრატიულ მოძრაობას” “ევროპული საქართველოს” წევრებმა უპასუხეს.

„საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლი აძლევს უფლებას, წინა ეროვნულ არჩევნებში პირველ, მეორე და მესამე შედეგების მქონე საარჩევნო სუბიექტებს, აირჩიონ რომელი ნომრით მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენც ეს არჩევანი გავაკეთეთ და არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ #2-ით,“- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ვიდეო იხ.

http://rustavi2.ge/ka/news/81891