სახდეპმა ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა

სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადასცა.

„ქალბატონი ლომჯარია საქართველოს სახალხოდამცველის პოსტს 2017-2022 წლებში იკავებდა. მისი ხელმძღვანელობით სახალხო დამცველის აპარატი ფართოდ განიხილებოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. თანამდებობაზე მისი ყოფნის დროს ნინო და მისი გუნდი მხარს უჭერდა ადამიანების უფლებების დაცვის გაძლიერებას, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, მათ შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა.

სახალხო დამცველის აპარატი მუშაობდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, პატიმრების, ლგბტქ+ პირებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად. პოლიტიკური კუთვნილების გარეშე ცდილობდა აეშენებინა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შეესაბამება მისი მოქალაქეების ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებ”, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.