რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები | სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Bloomberg-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებაში, რუსების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაც უნდა ჩაიწეროს.

მისივე თქმით, მაგიდაზე საქართველოს საკითხიც უნდა დაიდოს, რადგან არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს ომი შეიძლება რუსეთს მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლის გარეშე გადაწყდეს.

„რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხები უნდა განიხილებოდეს, რადგან არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შეიძლება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დახევის გარეშე გადაწყდეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილმ ააღნიშნა, რომ რეგიონული წესრიგის აღდგენა რუსეთის დამარცხებაზეა დამოკიდებული და ეს პროცესი ახლოვდება.

„რუსეთმა უკვე პრაქტიკულად წააგო ბრძოლები, თუ არა მთლიანად ომი” – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილს Bloomberg-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ გეგმებზე არ უსაუბრია.