„საიდუმლო რუსულ-ქართული კავშირი” | აბაშიძე-კარასინის სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი

საიდუმლო რუსულ-ქართული კავშირი – ამ სათაურით იუითუბ არხ „კიბერ კმარაზე”ვრცელდება გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი.

აუდიოჩანაწერში ისინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ორმხრივი კონტაქტების შესახებ საუბრობენ.

ჩანაწერის მიხედვით, კარასინი აბაშიძეს სთხოვს, გაზრდილი ტვირთბრუნვების გამო, დაამატონ ახალი გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს შორის.

აბაშიძე კარასინს კი უხსნის, რომ ახლა უხერხულია ახალ გზაზე საუბარი და რომ ყაზბეგი-ლარსის თანამედროვე ავტობანი ისედაც შენდება. საუბარია ხადას ხეობაში მიმდინარე მშენებლობაზე.

„კიბერ კმარას“ ცნობით, საუბარი 2022 წლის 22 ივნისს შედგა.