NDI: 52%-ის აზრით, მომდევნო 1 წელში რუსეთის სამხედრო აგრესიაა მოსალოდნელი

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 52%-ის აზრით, მომავალი 1 წლის განმავლობაში მოსალოდნელია რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ.

ამასთან, 80% ამბობს, რომ მომავალ ერთ წელში მოსალოდნელია ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, 57% – პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურება, 32% – ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება.

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ უკრაინაში ომის შედეგად, მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება.

81% ამბობს, რომ მათი და მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. მხოლოდ 11% აღნიშნავს, რომ ომს გავლენა არ ექნება მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა 3-15 თებერვალს ჩატარდა.