NDI: მოსახლეობის 66% რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ემხრობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს.

კითხვაზე, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, პასუხები ასე გადანაწილდა:

უნდა შემოიღოს – 66%
არ უნდა შემოიღოს – 23%
არ ვიცი – 11%
უარი პასუხზე – 1% ამავე

კვლევის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ მოსახლეობის 85% მიიჩნევს, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის დიდი საფრთხეა.

ომამდე რუსეთი მეზობლებისთვის დიდ საფრთხეს მოსახლეობის 73%-სთვის წარმოადგენდა.

სოციალური კვლევის საველე სამუშაოების 3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია.