სკოლასთან 9 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

დღეს ახალქალაქში, დღის მეორე ნახევარში, ავტომობილი მე-4 სკოლის წინ ტროტუარზე 9 წლის გოგოს დაეჯახა. ინფორმაციას „jnews.ge” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსუბუქი ავტომობილი დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მოზარდი მძიმედ არ დაშავებულა.

გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, რენტგენოლოგიური გამოკვლევით, დაზიანებები არ გამოვლენილა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.