სენატორი ბობ კეისი – ქართველები იღებენ უკრაინელებს, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ყველა სახის დახმარებას, ეს არის მტკიცებულება, როგორი ერთობა არსებობს მთელ ევროპაში

ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებას, ეს არის მტკიცებულება, როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ სენატორმა ბობ კეისმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატამ, სენატმა მიიღო კანონმდებლობა 30,6 მილიარდი დოლარის თაობაზე, მიიღეს აქტი. როდესაც იარაღის შესახებ ხდება განცხადების გაკეთება მიწოდებასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ ჩვენ ათასობით ჯაველინზე, სტინგერ რაკეტებზე და ასევე სხვადასხვა შეიარაღებაზე, რატომ? იმიტომ, რომ კონგრესმა ერთხმად თქვა, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ არამარტო შეიარაღება, ასევე ჰუმანიტარული დახმარება.

მეორე საკითხი, რა გააკეთეს ქართველებმა, რომ დახმარებოდნენ უკრაინელ ხალხს, ახლო წარსულში და ასევე გრძელვადიან პერიოდში. ისინი იღებენ ამ ადამიანებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებაზე. ეს არის იმის მტკიცებულება, თუ როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით. ეს არის ის მოდელი, რომლის თანახმადაც, უნდა ვიმოქმედოთ და ეს არის რეაგირება იმ დიქტატორზე, რომელიც თავისუფალი ადამიანების მიმართ ასეთ სისასტიკეებს ჩადის“, – განაცხადა ბობ კეისმა.