,,ბირთვული ომის საფრთხე რეალურია” – სერგეი ლავროვი

„საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება. მე არ ვისურვებდი, რომ ახლა, როდესაც რისკები მართლაც ძალზე არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად გაიზარდოს. ამის მსურველი კი ცოტა არ არის“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი, სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ ზელენსკისა და მისი გუნდის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც ითხოვენ ლამის ნატოს ჯარების შეყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად. და ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ისინი მისცემენ შეიარაღებას – რაც, რა თქმა უნდა, ასევე, ასხამს ცეცხლზე ნავთს. მათ სურთ ამ შეიარაღების მიწოდებით აიძულონ უკრაინელები, ებრძოლონ რუსეთს ბოლო ჯარისკაცამდე, ოღონდ კი ეს კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ოღონდ კი, როგორც ისინი იმედოვნებენ, რუსეთი მისგან უფრო და უფრო დაზარალდეს“, – აღნიშნა ლავროვმა.