,,რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შეიძლება პარტიზანული ომის დაწყებას მოწმობდეს” – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცადებით, რუსეთის ქალაქებში მასიური ხანძრები შეიძლება პარტიზანული ომის დაწყებას მიანიშნებდეს. ეს განცხადება რუსეთში, ბრაიანსკის ოლქის ნავთობსაცავში გაჩენილ ხანძარზე კომენტირებისას გააკეთა.

„უცნობია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვის, სამხედრო სასწავლებლები, საწყობები, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.