“ერთი კრიმინალური და მეორე ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა…”

საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს ორი პარტია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდნენ და ელჩების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულეს.

“თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა – ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” თავისი განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არმონაწილეობით. ისინი დღეს არ ასრულებენ ელჩების წინაშე დადებულ ამ პირობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ბუნებაზე და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან ერთი კრიმინალური და მეორე ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.