ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი მედლით – „გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი მედლით – „გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.

აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს უწყებრივი მედალი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისათვის გადაეცა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში. მაიორი ქვინთინ დოლი საქართველოში სამი წლის განმავლობაში მსახურობდა.