იმედის, რწმენისა და სიყვარულის გარემო – ბავშვები პატრიარქთან

თამარ ტალიაშვილის, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარისა და ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით სტიქიით დაზარალებული მოზარდები პატრიარქს შეხვდნენ.

5 წლის წინ, 2015 წელს სწორედ ამ დღეს, 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოზარდები საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდნენ. პატრიარქმა მოზარდები დალოცა და საჩუქრები გადასცა.

თამარ ტალიაშილი – „ჩვენ ამ ღონისძიებით გადავწყვიტეთ იმედის და რწმენის დღე გვეჩუქებინა იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც გასულ კვირას უდიდესი ტრაგედია გადაიტანეს. ბავშვების ფსიქოლოგიური, ემოციური და მორალური განვითარების მიზნით, სწორედ ამ ტერიტორიაზე გაიმართა გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება. ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ პატარებისთვის იმედის, რწმენისა და სიყვარულის გარემო შეგვექმნა. დარწმუნებული ვარ, ეს დღე ყველას ძალიან ლამაზად დაამახსოვრდება და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში მათი ცხოვრების გზა მხოლოდ სიხარულით და წარმატებებით აღსავსე იქნება“.