ხმაური პარლამენტთან – არ იქნება სამართლიანობა – არ იქნება მშვიდობა!

პარლამენტში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ორგანიზაციამ “დაიცავი არჩევანი” აქცია გამართა.

-დღეს ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ “დაიცავი არჩევანი” გიორგი რურუას სხვა მეგობრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წინ გავაპროტესტეთ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ჩაშლის მცდელობა და მოვითხოვეთ პოლიტპატიმარი გიორგი რურუას უპირობო განთავისუფლება.

თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის მესამე მოსმენით მიღებამდე რურუა არ იქნება განთავისუფლებული, გადავალთ უმწვავესი პერმანენტული აქციების რეჟიმზე.

არ იქნება სამართლიანობა – არ იქნება მშვიდობა! – ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ნებიერიძე.