კარგია, როცა დეპუტატი მუშაობს, მოსახლეობასაც სტიმული ემატება და აღარ ნანობს არჩევანს…

ორხევის 6-13 სამაჟორიტარო ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე ის პირველი დეპუტატია, რომელმაც თვითმმართველობების პრაქტიკაში პირველად ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია ჯერ კიდევ ივნისის თვეში გაიმართა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5/

კარგია, როცა დეპუტატი მუშაობს, ამ დროს მოსახლეობასაც სტიმული ემატება და აღარ ნანობს არჩევანს…

მაშინ დეპუტატმა განაცხადა, რომ არ შეანელებდა მუშაობის რიტმს და კიდევ უფრო მეტად ეცდებოდა მოსახლეობის ჩართულობას მუნიციპალურ საკითხებში.

დეპუტატმა ამჯერად ვარკეთილის დასახლებაში (ვარკეთილის მეურნეობა) სოციოლოგიური კვლევების პრეზენტაცია გაიმართა.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ ვარკეთილის დასახლებაში სოციოლოგიური კვლევის პრეზენტაცია გამართა.
აღნიშნული სოციოლოგიური კვლევა ,,საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ‘’ საფუძველზე ჩატარდა და მის მიზანს თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გამოვლენა წარმოადგენდა. მსგავსი აქტივობების მეშვეობით მოქალაქეებს თვითმმართველობის განხორციელების საკითხებზე მიეწოდებათ ინფორმაცია, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მაქსიმალურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
სოციოლოგიური კვლევის მიზანია სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
კვლევის შედეგები, რომლებიც ვარკეთილის დასახლების მაცხოვრებლების საჭიროებების ანალიზისა და მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით ანკეტური გამოკითხვების საფუძველზე განხორციელდა, დეპუტატმა მოქალაქეებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა.
პრეზენტაციის შედეგების გაცნობისა და მოქალაქეების მიერ შეხვედრაზე დასმული საკითხების მიხედვით, ვარკეთილის დასახლების პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები;
2. მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა;
3. სპორტული დარბაზი;
4. პოლიკლინიკა;
5. შშმ პირების უფლებები
6. სხვა.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ მისთვის უცნობია მოსახლეობის მონაწილეობისა და ჩართულობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენაში, ასევე ისინი მიუთითებენ საზოგადოებისა და ხელისუფელების ორგანოებს შორის ურთიერთობის ეფექტური მექანიზმის არარსებობაზე.
პროექტი „მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში“, რომლის ფარგლებშიც წინასწარ გადამზადებულმა შვიდმა მოხალისემ 400-მდე რესპოდენტი გამოკითხა, საკრებულოს წევრის რაიონულმა ოფისმა შეიმუშავა და არასამთავრობო ორგანიზაციის-ფონდი „ადგილის დედა“ მხარდაჭერით ერთობლივად განახორციელა.
კვლევის პირველი პრეზენტაცია ორხევის დასახლებაში გაიმართა და პროექტის ფარგლებში კიდევ სამი პრეზენტაციაა დაგეგმილი.
პრეზენტაციის დასასრულს მოქალაქეებმა მათთვის აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს დეპუტატს.

როგორც გულიკო ზუმბაძემ გვითხრა, უახლოეს პერიოდში გეგმავს, ლილოს დასახლების, აეროპორტის, ნასაგურის, წინუბნისა და დიდი ლილოს მოსახლეობასთან შეხვედრებსაც.