„კიდევ ერთხელ ვუცხადებ საქართველოს სახელით სოლიდარობას უკრაინას” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიას და საქართველოს სახელით სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.

„კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, კიდევ ერთხელ ვუცხადებ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

მთავარი იარაღი რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ სწორედ ის უპრეცედენტო სოლიდარობაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იჩენს უკრაინის მიმართ. განსაკუთრებულია ამერიკისა და ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობას,რომელსაც საქართველო სრულიად უერთდება, საქართველო და მოლდოვა” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა