წვიმა, ძლიერი ქარი – 22 ოქტომბრამდე მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

22 ოქტომბრამდე დედაქალაქში დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს.

21 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.