გიორგი ლომიამ ირაკლი ლატარიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

ირაკლი ლატარიამ პარტიის ლიდერი გიორგი ლომია ფიზიკურ შეურაცხოფაში დაადანაშაულა. ლატარიას განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირების მიზეზად მას პარტიის ლიდერის მიმართ გინება დაუსახელეს.

იხ. ლინკი

https://www.gmtv.ge/%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A2/

როგორც უკვე ცნობილია ლატარიას დაკითხვა მოხდა.

ლაშა გოლუბიანი

საქმეზე პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგმულია… 7 საათი მიმდინარეობდა დღეს ირაკლი ლატარიას დაკითხვა, რომელსაც ადვოკატის რანგში მეც ვესწრებოდი, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 143-ე მუხლით!
პროკურატურა საქმის ყველა დეტალით და ნიუანსით დაინტერესდა, საქმეზე ჩატარდება ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიება!!! ერთადერთი რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია ისაა რომ პროკურატურა მოწოდებულია საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისკენ! დაველოდოთ გამოძიების შედეგებს!
სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტის მიხედვით თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ “პატრიოტთა ალინსის” წევრმა გიორგი ლომიამ პარტიის ყოფილი წევრის ირაკლი ლატარიას წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა .ის ითხოვს ცრუ დასმენის გამო გამოძიება 373-ე მუხლით დაიწყოს. მისი თქმით, ლატარია იტყუება და ამ ყველაფრის უკან სხვა ინტერესები დგას. გიორგი ლომიას სასამართლოშიც შეაქვს განცხადება პატივისა და ღორსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებაზე.