,,თუ ვინმე ჩვენ ინტერესებს ხელს შეუშლის, ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა სხვა გზა არ გვექნება” – კიმ ჩენ ინი

,,თუ ვინმე ჩვენ ინტერესებს ხელს შეუშლის, ბირთვული იარაღის გამოყენების გარდა სხვა გზა არ გვექნება” – ამის შესახებ 25 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმის დროს, კორეის სახალხო არმიის დაარსებიდან 90-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რომელიმე ძალა შეეცდება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს ხელი შეუშალოს, ჩრდ. კორეის ბირთვულ ძალებს მოულოდნელი პასუხის გაცემის გარდა სხვა გზა არ ექნებათ.

„ჩრდილოეთ კორეა მომდევნო ბირთვული არსენალის განვითარების დასაჩქარებლად, მაქსიმალური და სწრაფი ტემპით ზომების მიღებას გააგრძელებს. რესპუბლიკის ბირთვული ძალები კარგად უნდა იყვნენ მომზადებულნი, რათა ნებისმიერ მომენტში, თავიანთი უნიკალური შეკავების პოტენციალი გაააქტიურონ“, – ნათქვამია კიმ ჩენ ინის განცხადებაში.